სასტუმრო Golden Palace მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურულ ნაწილში.

სასტუმრო ბათუმის აეროპორტიდან 13 კმ-ით არის დაშორებული (ავტომობილით 15 წუთი). ხოლო, 30-40 კმ-ით ართვინის გუბერნიის ქალაქი ხოფა და 200 კმ-ით თურქეთის ქალაქი ტრაბზონია.

სასტუმრო ერთი წლის წინ გაიხსნა და ბათუმის ძველი არქიტექტურული სტილის შესაბამისად აშენდა. Golden Palace მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ფეხით რამოდენიმე წუთის დაშორებით ზღვისპირა პარკთან და ქალაქის ღირშესანიშნაობებთან.

სასტუმროს 51 ნომერი თანამედროვე სტილისაა. კომფორტულ ნომრებს ემატება უმშვენიერესი პანორამული ხედები, რომელიც მთებზე, ზღვასა და ქალაქის ცენტრზე გადის. სტუმრებს რესტორან A la Carte-ში შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული, თურქული და ევროპული სამზარეულო, ასევე ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით 20 ადამიანზე.

სასტუმროს 700 კვ.მ. — ზე კაზინოა განთავსებული, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო.

საქმიანი შეხვედრებისათვის სასტუმრო «Golden Palace Batumi» - ში საკონფერენციო დარბაზიც ფუნქციონირებს, რომელიც 50 ადამიანზე არის გათვლილი. აზარტული თამაშების მოყვარულთათვის, სასტუმროში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ასევე სამორინე „Golden Palace Batumi» - ეს არის თანამედროვე სათამაშო სივრცე მდიდრული ინტერიერით, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, კეთილგანწყობილი ატმოსფეროს და მაღალი კლასის სერვისის გარანტიას იძლევა. სამორინეს სტუმრებს აზარტული თამაშების დიდი არჩევანი აქვთ:

ამერიკული რულეტკა
ბლექ-ჯეკი
რუსული პოკერი
ექვსკარტიანი პოკერი
სამკარტიანი პოკერი
ტეხასური პოკერი

და რა თქმა უნდა ფულადი და ფასიანი საჩუქრების რეგულარული გათამაშებები. თქვენს განკარგულებაშია ასევე: სათამაშო ავტომატების სალონი ჯეკ-პოტის მრავალფეროვნებითა და VIP დარბაზი VIP მოთამაშეებისათვის განკუთვნილი ცალკე შესასვლელით, მაქსიმალური ფსონებით პრივატული თამაშებისათვის.

რბილი შუქი, სასიამოვნო მუსიკა, კომფორტული გარემო, უფასო ბარ-რესტორანი და უნაკლო სერვისი თქვენს დასვენებას განუმეორებელს გახდის.

სტანდარტები:
• ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე. სასტუმოს ნომერში განთავსების დრო 14:00, ნომრის დატოვების დრო 12:00.
• ადგილობრივი ქართული ვალუტის-ლარის გარდა, სასტუმროში შესაძლებელია ასევე ანგარიშსწორება თურქული ლირითა და ევროპული ვალუტით.
• უნაღდო ანგარიშსწორებისათვის მისაღებია ბარათები:American Express, Diners Club, MasterCard, Visa